Tuesday, April 18, 2017

1.პროექტის სახელწოდება:არის თუ არა საჭირო სკოლაში ფორმის ტარება.

2.პროექტის აქტუალობა:თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ერთნაირად არ არის უზრუნველყოფილი მატერიალურად,ამიტომ მოსწავლისათვის სასურველია ფორმის ტარება.

3.პროექტის მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით,ამით მათ განუვითარდებათ ანალითიკური  და ლიგიკური აზროვნების ,მსჯელობის,საკუთარი აზრის გამოთქმის უნარები.მათ უნდა შეძლონ არგუმენტების მოყვანით თემის აქტუალობის დამტკიცება.
4.ძირითადი რესურსები-კედლის გაზე თი/ კომპიუტერი, პრექტორი

5.პროექტის ხანგრძლიობა:2 კვირა. 6.მოსწავლეთა ასაკი-მე-7 , მე-8კლასები

7.მოსწავლეთა შედეგები-სლაიდ-შოუ, ბუკლეტი, კედლის გაზეთი

8.პროექტის  მსვლელობა-მოსწავლეებთან ერთად დავგეგმავ პროექტზე მუშაობას;  შეირჩევა თემის სახელწოდება -მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. გაიმართება დისკუსია სამივე  ჯგუფს შორის და ბოლოს თავიანთ აზრებს დაასაბუთებენ არგუმენტებით .
ესგ-თან კავშირი
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·         საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
·         ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·         ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
·         ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·         ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·         გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
·         პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის;
·         ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;

·         აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ; 
პროეტის ხელმძღვანელი: დარეჯან კანდელაკი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: darejankandelaki5@gmail.com